slider in html

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

6-7 ნოემბერი, 2020

სტატიის გაფორმების წესი


სტატიის გაფორმების წესი


• სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
• არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 20 მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა - 20მმ;
• შრიფტი: ქართული სტატიისათვის sylfaen. რუსული და ინგლისური სტატიებისთვის Times New Roman. სტრიქონთაშორისი ინტერვალი-1,15;
• სტატიაში ფორმულები აკრეფილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
• ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;
• პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (13 Pt, Bold);
• სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (12 Pt, Bold), აკადემიური ხარისხი და და თანამდებობა;
• მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (12 Pt, Bold);
• სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის მოკლე ანოტაცია (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი);
• საკვანძო სიტყვები ქართულ ენაზე;
• სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის შინაარსი (11 Pt);
• ორი სტრიქონის გამოტოვებით - გამოყენებული ლიტერატურა; (10 Pt).
• ორი სტრიქონის გამოტოვებით - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (10 Pt, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი);
• საკვანძო სიტყვები ინგლისურ ენაზე;
• ტექსტში გამოყენებული ლიტერატურა მიეთითოს შემდეგი ფორმატით [1, გვ. 7]
სიმბოლოსი, რეზიუმესთან აუცილებელია დაფიქსირებული იქნეს სტატიის სათაური, ავტორის გვარი, სახელი და აკადემიური ხარისხი ინგლისურ ენაზე);
• ლიტერატურის ჩამონათვალში მითითებული იქნას მხოლოდ ტექსტში გამოყენებული ლიტერატურა.
• სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 გვერდს
ლიტერატურის გაფორმება:
წიგნები (მონოგრაფიები) უნდა მიეთითოს შემდეგნაირად:
• ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები;
• წიგნის დასახელება;
• გამოცემის ადგილი;
• გამომცემლობის დასახელება;
• გამოცემის წელი;
• გვერდების რაოდენობა;
სამეცნიერო ნაშრომის (სტატიის) გაფორმებისას უნდა მიეთითოს:
• ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები;
• ნაშრომის დასახელება;
• ჟურნალის (კონფერენციის, კონგრესის და ა.შ.) დასახელება;
• პუბლიკაციის ადგილი;
• გამოცემის წელი;
• ჟურნალის (ტომის) ნომერი, გვერდები;
• წარმოდგენილი სტატია გაივლის ფარულ რეცენზირებას. დადებითი რეცენზიის შემთხვევაში სტატია დაიბეჭდება კონფერენციის სამეცნიერო შრომების კრებულში;


ყურადღება!

ფაილს როდესაც ვტვირთავთ კონფერენციის საიტზე, მიბმის დროს სახელწოდებაში არ უნდა იყოს ქართული ასოები, გამოტოვებული ადგილები და სიმბოლოები.
დაშვებულია მხოლოდ ლათინური ასოები და ქვედა ტირე.

ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ნინო ფარესაშვილი
ტელ:2250484 (9808);
(+995) 599 28 08 86; 555 40 40 75

ელ. ფოსტა:nino.paresashvili@tsu.ge

რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები